ლაქი

პარკეტის ლაქი 

პარკეტისთვის ლაქი არის გარეგანი ზემოქმედებისგან და დაძველებისგან დამცავი ძირითადი ფენა. ხარისხიანი და სწორად წასმული ლაქი უზრუნველყოფს იატაკის ლამაზ ვიზუალურ მხარეს და პარკეტის ხანგრძლივ გამოყენებას. ჩვენ გთავაზობთ პარკეტის ქიმიის მწარმოებელი ლიდერი კომპანიების გერმანული „ფორბოსა" და იტალიური „ჩიმივერის" ხარისხიან, ეკოლოგიურად მაქსიმალურად სუფთა პროდუქციას.

 

884 2-C Aqua Lacquer Perfect Duo

მაქსიმალურად ცვეთამედეგი ორ-კომპონენტიანი პოლიურეთანის ლაქი წყლის ბაზაზე, ექსტრემალურად მაღალი დატვირთვის იატაკებისათვის. გამოიყენება ნებისმიერი სახის პარკეტზე. ტიპი -ნახევრადპრიალა; ავსტრიული Onorm C2354 ის მიხედვით შეესაბამება ცვეთამედეგობის C კლასს; Giscode: W2+/DD 1 

 

 ტექნიკური მახასიათებლები

 

855 Euro Lacquer Basic

ერთ-კომპონენტიანი აკრილი-პოლიურეთანის ლაქი წყლის ბაზაზე ნორმალური დატვირთვის იატაკებისთვის. გამოიყენება სახლის პირობებში. ტიპი - ნახევრადპრიალა. ავსტრიული Onorm C2354 ის მიხედვით შეესაბამება ცვეთამედეგობის C კლასს; Giscode: W3+

 

 ტექნიკური მახასიათებლები

 

883 Aqua Lacquer Premium

მაღალი ხარისხის ცვეთამედეგი და კაწვრამედეგი ერთ-კომპონენტიანი პოლიურეთანის ლაქი წყლის ბაზაზე,  მაღალი დატვირთვის ობიექტებისთვის. ტიპი - პრიალა, ნახევრადპრიალა; ავსტრიული Onorm C2354 ის მიხედვით შეესაბამება ცვეთამედეგობის C კლასს; Giscode: W3

 

 ტექნიკური მახასიათებლები

 

863 Aqua Lacquer Easy Future Sport

მაღალი ხარისხის ერთ-კომპონენტიანი პოლიურეთანის ლაქი წყლის ბაზაზე, რომელიც გამოიყენება სპორტ დარბაზებისათვის. გამოდგება, როგორც პარკეტზე ასევე ლინოლიუმზე წასასმელად. ტიპი - არაპრიალა; Giscode: W3

 

 ტექნიკური მახასიათებლები

 

Ecostar LD

ერთ-კომპონენტიანი აკრილი-პოლიურეთანის წყლის ბაზაზე დამზადებული ლაქი მაღალი დატვირთვის იატაკებისთვის. გამოირჩევა კარგი გამჭვირვალობითა და სუფთა ფენით, რაც ხეს ანიჭებს თბილ ტონალობას და თითქმის არ უცვლის ბუნებრივ ფერს. ტიპი - პრიალა; ნახევრადპრიალა; არაპრიალა; სუპერ არაპრიალა.

 

 ტექნიკური მახასიათებლები

 

Aqua Wood 224

ერთ-კომპონენტიანი წყლის და ზეთის ბაზაზე დამზადებული უმაღლესი ხარისხის ლაქი, მაღალი დატვირთვის ობიექტებისათვის. ხეს ანიჭებს ბუნებრივ, ნატურალურ ელფერს. გამოირჩევა  აორთქლებადი ორგანული გამხსნელის ძალიან დაბალი შემცველობით.

 

 ტექნიკური მახასიათებლები

 

Ecostar 2K

ორ-კომპონენტიანი პოლიურეთანის ლაქი წყლის ბაზაზე, ექსტრემალურად მაღალი დატვირთვის იატაკებისათვის. ხეს ანიჭებს თბილ ტონალობას და თითქმის არ უცვლის ბუნებრივ ფერს. აქვს EN12720:2009 და EN13442:2000 სერთიფიკატები; ტიპი - პრიალა; ნახევრადპრიალა; არაპრიალა; სუპერ არაპრიალა.

 

 ტექნიკური მახასიათებლები

 

Ecostar 2K Antibatterica

ECOSTAR 2K Antibatterica არის ორ-კომპონენტიანი პოლიურეთანის ლაქი წყლის ბაზაზე, ბაქტერიციდული ეფექტით. ლაქის ანტიბაქტერიული ქმედება განსაზღვრულია ISO 22196:2007 მოთხოვნების თანახმად. ECOSTAR 2K Antibatterica -თი ზედაპირის დამუშავება ამცირებს ბაქტერიების არსებობას 98%-ით. სწორედ ამიტომ  ECOSTAR 2K Antibatterica-ს გამოყენება რეკომენდებულია ისეთ ობიექტებზე, როგორებიცაა სამედიცინო დაწესებულებები, ოფისები, სკოლები და ა.შ.

 

 ტექნიკური მახასიათებლები

 

Ecostar 2K Natural

ახალი მესამე თაობის ორ-კომპონენტიანი წყლის ბაზაზე დამზადებული ლაქი, აორთქლებადი ორგანული გამხსნელის ძალიან დაბალი შემცველობით. პარკეტს ანიჭებს დაუმუშავებელი ხის ბუნებრივ ეფექტს. გამოიყენება ექსტრემალურად მაღალი დატვირთვის იატაკებისათვის.

 

 ტექნიკური მახასიათებლები

 

DURO LACK MC 50 SATINATA

პოლიურეთანის ორ-კომპონენტიანი ლაქი გამხსნელის ბაზაზე. არის ელასტიური, კაწვრამედეგი. რეზისტენტულია წყლით და სხვადასხვა საშუალებებით რეცხვის მიმართ. გამოიყენება ყველა სახეობის ხის ზედაპირის დასამუშავებლად.

 

 ტექნიკური მახასიათებლები

 

OIL WOOD TRAFFIK

ერთ-კომპონენტიანი ურეთანის ლაქი ზეთის ბაზაზე. გამოირჩევა განსაკუთრებულად მაღალი კაწვრამედეგი და ცვეთამედეგი თვისებებით და შეიძლება შევადაროთ მაღალი ხარისხის ორ კომპონენტიან გამსხნელში ხსნად პოლიურეთანის ლაქს. ნატურალური ზეთით დამუშავებული ზედაპირის მსგავსად, ტოვებს ხის ნატურალურ, თბილ ელფერს, ხასიათდება მაღალი ცვეთამედეგობით და ძალიან ადვილია მისი მოვლა-გაწმენდა.

 

 ტექნიკური მახასიათებლები

"