უსაფრთხო ვინილის კოლექცია Step

უსაფრთხო ვინილის კოლექცია Step
მოცურების საწინააღმდეგო თვისების მქონე იატაკები შეიძლება შეგხვდეთ ყველგან, სადაც ყურადღება ექცევა უსაფრთხოების ნორმებს - ყველგან სადაც ადამიანები მუშაობენ, სწავლობენ ან ისვენებენ, დაკავებული არიან ყოველდღიური საქმიანობით, ან უბრალოდ გადაადგილდებიან. გერმანული კომპანია „ფორბო“-ს მიერ წარმოებული ვინილის იატაკების კოლექცია Step შედგება 8 ქვეკოლექციისაგან. თითოეულ მათგანს გააჩნია საკუთარი ინდივიდუალური დიზაინი და აბსოლუტურად შეესაბამება უსაფრთხოების თანამედროვე ნორმებს. ამ კოლექციის ვინილის იატაკების ზედაპირი დაფარულია დამცავი ფენით PUR Pearl – ლაქისა და ზედაპირის დამუშავების სპეციალური კომბინაციით, რაც უზრუნველყოფს საფარის სილამაზეს და ნაკაწრების, გახეხვისა და გაცვეთის მიმართ მაღალ მედეგობას. ამ კოლექციის უპირატესობებია: დიზაინის ფართო არჩევანი, სრული თანხვედრა უსაფრთხოების ყველაზე მკაცრ ნორმებთან, საუკეთესო ცვეთამედეგობა, ადვილია მოსარეცხად და მოსავლელად, დასამონტაჟებლად, მისი საშუალებით შესაძლებელია იატაკზე ლოგოტიპებისა და რთული ნახატების შესრულება, კოლექცია მზადდება პვხ-ს გადამუშავების ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიებით და შეესაბამება საერთაშორისო ეკოლოგიურ სტანდარტს ISO 14001 -ს.
85942
"