მოდერნა
გერმანული ლამინირებული იატაკი 

 

BHK არის კომპანია, რომელიც დაფუძნდა გერმანიაში 1971 წელს. მისი საქმიანობა მოიცავს 2 ძირითად სფეროს: ავეჯის კომპონენტების, კიბეებისა და კარების ჩარჩოების, კედლისა და ჭერის პანელების წარმოებასა და ლამინირებული იატაკებისა და მისი აქსესუარების წარმოებას. „მოდერნა" BHK-ს ლამინირებული იატაკების სახელწოდებაა. მისი ხარისხი და ვიზუალური მხარე განაპირობებს მსოფლიო ბაზარზე „მოდერნას", როგორც ტოპ კლასის პროდუქტის პოზიცირებას. ზედმიწევნით ზუსტად შერჩეული ნედლეული, ტექნიკური აღჭურვილობა, ზუსტი წარმოება და სერტიფიცირებული ხარისხი (DIN ISO 9001 + DIN ISO 14001) უზრუნველყოფს საუკეთესო შედეგს.   „მოდერნას" კოლექციებში გვხვდება 7 განსხვავებული სახეობის ზედაპირი:  WF - ხის კლასიკური ზედაპირი, AL - ხელით დამუშავებული ანტიკური ზედაპირი,  CC - ზედაპირი მკვეთრი ტექსტურით, TC - ზედაპირი კერამიკული ფილების დიზაინით,  ST - არაპრიალა, გლუვი ზედაპირი,  NC - ნატურალური, რელიეფური ზედაპირი, HG - პრიალა ზედაპირი.   „მოდერნა" შედგება 8 განუმეორებელი კოლექციისგან: Horizon, Vision, Lifestyle, Inspiration, Impression, Vario, Ceramico, Toledo.  თითოეული კოლექცია შეესაბამება EN 13329 ნორმებს.

 

რატომ "მოდერნა"?  რა უპირატესობები აქვს მას ხვა მსგავს იატაკებთან? რა კრიტერიუმებით უნდა განვასხვაოთ ხარისხიანი ლამინირებული იატაკი უხარისხოსგან? ამ კითხვებზე არსებობს კონკრეტული პასუხები.

ტექნიკური ინფორმაცია „მოდერნას"  შესახებ და მისი უპირატესობები:

 

1. ჩამკეტი „უნიკლიკი". ხარისხიან ლამინატს აუცილებლად აქვს კარგი ჩამკეტი სისტემა. „უნიკლიკი" არის მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და აღიარებული ჩამკეტი სისტემა, რომელიც დაპატენტებულია „უნილინის" მიერ. რაც უფრო ხარისხიანია ჩამკეტი, მით უფრო ადვილად და აკურატულად ჯდება პანელები გადაბმის ადგილებში და შესაძლებელია მისი მრავალჯერადი დემონტაჟი, ჩამკეტი სისტემის დაზიანების გარეშე.  სწორედ ამიტომ არის „უნიკლიკი" ასეთი პოპულარული მთელ მსოფლიოში.

 

2. ხარისხიანი ლამინატის თვისებები. „მოდერნას" ლამინატი არ იხსნება შეერთების და გადაბმის ადგილებში, ყველა პანელი შეესაბამება ფერით და ფაქტურით და დაგების შემდეგ არ ტოვებს ბლოკის ეფექტს.

 

3. განმეორებადი შაბლონი. იაფიანი ლამინირებული იატაკის განმეორებადი შაბლონი, როგორც წესი არის 1 ყოველ 3-ში, რაც ნიშნავს, რომ ლამინატის ყოველი მესამე ან მეოთხე ფიცარი ვიზუალურად ზუსტად გავს ერთმანეთს. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია ლამინირებული იატაკის ინსტალაციის შემდეგ. ძვირადღირებული, ხარისხიანი ლამინირებული იატაკის განმეორებადი შაბლონი არის 1 ყოველ 8-ში, ან უმაღლესი ხარისხის შემთხვევაში 1 ყოველ 10-ში. „მოდერნას" განმეორებადი შაბლონია 1 ყოველ 10-ში, გარდა კოლექციებისა Horison (1 ყოველ 6-ში) და Inspiration (1 ყოველ 5-ში).

 

4. „მოდერნას" ყველა ლამინირებული იატაკი შეესაბამება EN13329 სტანდარტს. ეს არის ევროპული სტანდარტი, რომელიც შემოღებულ იქნა 2006 წელს. ყველა ხარისხიანი ლამინატი აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს EN 13329:2006+A1:2008 სტანდარტებს. ამ სტანდარტების მიხედვით : „მოდერნას" ლამინატი რეზისტენტულია სიგარეტის ფერფლის მიმართ, არის ცვეთამედეგი, რეზისტენტულია ჩარტყმის მიმართ, ემისიის კლასია E1, არის სინათლემედეგი, ანუ მზის სხივები არ აზიანებს და არ იწვევს ზედაპირის გაუფერულებას, რეზისტენტულია საოჯახო ქიმიისა და სხვადასხვა ლაქების მიმართ, არის ანტისტატიკური და გამოდგება იატაკში დამონტაჟებული გათბობის სისტემის დროს.

 

5. PEFC  სერთიფიკატი. „მოდერნას" პროდუქცია დამზადებულია საუკეთესო ხის მასალისგან და ეს მასალა აუცილებლად მოდის მდგრადად მართული სატყეო მეურნეობებიდან, რისი ნიშანიცაა PEFC  სერთიფიკატი, რომელიც აქვს „მოდერნას" ყველა პროდუქტს.

 

6. ხარისხის სერთიფიკატები. 2000 წლიდან BHK-ს  აქვს ყველასთვის ცნობილი DIN ISO 9001 + DIN ISO 14001 სერთიფიკატები. აგრეთვე OKOTEST, Heimwerk Test, Stiftung Waren Test და ა.შ. სერთიფიკატები, რომლებიც ადასტურებენ „მოდერნას" უმაღლეს ხარისხს და შესაბამისობას მაღალ ეკოლოგიურ სტანდარტებთან.

 

7. ფორმალდეჰიდის შემცველობა. ფორმალდეჰიდი არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ინდუსტრიული და კომერციული ქიმიური უფერო აირი. ფორმალდეჰიდი შეგიძლიათ აღმოაჩინოთ საცხოვრებელ სახლებში, ლაბორატორიებში, საავადმყოფოებში და ა.შ. ის განისაზღვრება ppm-ით, რაც ნიშნავს მისი მემილიონედის შემცველობას ჰაერში. დიდი რაოდენობით ფორმალდეჰიდი საშიშია ჯანმრთელობისთვის, რადგან საერთაშორისო ჯანმრთელობის ორგანიზაციის (WHO) მიერ ფორმალდეჰიდი განსაზღვრულია, როგორც კანცეროგენული ნივთიერება. მაღალი ხარისხის ლამინატს აუცილებლად უნდა ქონდეს ემისიის E1 კლასი. ამ სტანდარტის მიხედვით MDF ფორმალდეჰიდის ემისია არ უნდა აღემატებოდეს  0.1 ppm-ს.  რა თქმა უნდა „მოდერნა" აკმაყოყილებს ამ სტანდარტებს და გააჩნია ემისიის E1 კლასი.

 

8. ინტეგრირებული ხმის იზოლაცია. ამ ტექნოლოგიის გამოყენების საშუალებით „მოდერნას" იატაკები დაახლოებით 50 %-თ ნაკლებად ხმაურიანია, ვიდრე სტანდარტული ლამინირებული იატაკები.

 

9. პროდუქციის უდიდესი ასორტიმენტი. „მოდერნა" გთავაზობთ პროდუქციის უდიდეს ასორტიმენტს: 6, 7, 8, 9 და 10 მმ-იანი სისქის ლამინირებულ იატაკებს, გამძლეობის AC3 და AC4 კლასით, როგორც ღარის (ე.წ. ფასკის) გარეშე, ასევე ორმხრივი და ოთხმხრივი ღარით, ფერისა და ზედაპირის უდიდესი არჩევანით.

 

10. გარანტია. მწარმოებელი იძლევა 25 წლიან გარანტიას ცვეთაზე, რაც უმაღლესი ხარისხისა და გამძლეობის ნიშანია.

 

11. ზედაპირი Elano. კოლექცია Inspiration-ს აქვს უახლესი ნანო ტექნოლოგიებით დამზადებული ინოვაციური ზედაპირი Elano. ეს ნიშნავს, რომ HDF-ზე ელექტრონული სხივის გამოყენებით ხდება  დეკორაციული ორნამენტის დაბეჭდვა. შედეგად ვიღებთ ლამინატს, რომელსაც აქვს ისეთი თვისებები, როგორიცაა: გლუვი ზედაპირი, ჰარმონიული აკუსტიკა, არის თბილი, ანტისტატიკური და არ აქვს ანარეკლი. ეს არის საუკეთესო და ყველაზე კომფორტული ზედაპირი  შექმნილი იმისთვის, რომ ფეხშიშველამ იაროთ სახლში.

"