ტერასის დაფა

 
ტერასის დაფა

ტერასის დაფა არის მასიური ხისგან დამზადებული პროდუქტი, რომელიც გამოიყენება ტერასების, ბასეინის მიმდებარე ტერიტორიის, ვერანდების და ა.შ. მოსაწყობად. ტერასის დაფა - ეს არის გარე საფარი, რომელმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა მთელ მსოფლიოში. თავისი ბუნებრივი თვისებების გამო ტერასის დაფა გამოირჩევა განსაკუთრებული მედეგობით შემდეგი გარე ფაქტორების მიმართ: ტემპერატურის მნიშვნელოვანი ცვლილებები, ტენის ნეგატიური გავლენა, უფ-სხივის ზემოქმედება, მწერების და სხვა ბიოლოგიური ზემოქმედება. ტერასის დაფას აქვს აცურების საწინააღმდეგო თვისებები, უძლებს დატვირთვას, ვიზუალურად ლამაზია და არის ეკოლოგიურად სუფთა. ალბათ საკმარი მიზეზია არჩევანის გასაკეთებლად. მთელ მსოფლიოში ტერასის დაფის დასამზადებლად ყველაზე დიდი წარმატებით გამოიყენება ეგზოტიკური ხის ისეთი მყარი ჯიშები, როგორიცაა კუმარუ, პადუკი, იროკო, პუინკადო, იპე. ჩვენ გთავაზობთ პორტუგალიური კომპანია „რიბადაოს“ მიერ წარმოებულ უმაღლესი ხარისხის კუმარუს, იპეს და იროკოს ტერასის დაფებს.

 

"