ბრაშირება და ტონირება

 

ბრაშირება და ტონირება

 

ბრაშირება არის მოხვეწილი ხის ზედაპირის დამატებითი დამუშავება, რომელიც ხორციელდება სპეციალური მეტალის ჯაგრისით. ბრაშირების დროს ხის ზედა რბილი ფენა იხსნება და რჩება ქვედა უფრო მყარი ფენა, აგრეთვე უფრო მკვეთრი და თვალსაჩინო ხდება ხის სტრუქტურა. ასე დამუშავებულ იატაკი იძენს ძალიან პრაქტიკულ საექსპლოატაციო თვისებებს, რადგან მას დროთა განმავლობაში ნაკლებად ეტყობა ლაქები, ჭუჭყი და რაც მთავარია ნაკაწრები. ბრაშირებას სასურველი შედეგი მოაქვს ისეთი ჯიშის ხეებზე, როგორიცაა: მუხა, კოპიტი, კაკალი, მერბაუ, ვენგე, იატობა, დუსი.

ბრაშირების პროცესში მიღებული ხის რელიეფური, სტრუქტურული ზედაპირი ავლენს პარკეტის ტონირების ახალ შესაძლებლობებსა და საშუალებებს. პარკეტის ტონირება ნიშნავს იატაკის შეფერვას, ძირითადად ნატურალური ზეთის საღებავებით. ტონირება შეიძლება მოვახდინოთ, როგორც ბრაშირებული ისე უბრალოდ მოხვეწილი იატაკისა. ტონირების პროცესსაც აქვს თავისი სპეციფიკა, ძირითადი სირთულეა საღებავის წასმა და გადანაწილება თანაბრად.  ამავდროულად ზედაპირზე არ უნდა დარჩეს ლაქები. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არც ისე ადვილი სამუშაოა და შემსრულებლის საკმაოდ მაღალ პროფესიონალიზმს მოითხოვს. ტონირებისთვის ჩვენ ვიყენებთ იტალიური კომპანია „ჩიმივერისა" და გერმანული კომპანია „ოსმოს" ზეთის საღებავებს.

 

"