ლაქითა და ზეთით დამუშავება

 

ლაქითა და ზეთით დამუშავება

იატაკის დამუშავების ბოლო ეტაპია მისი დაფარვა ლაქით, ზეთით და ცვილით. რამდენად დიდხანს გაძლებს იატაკი და როგორ ვიზუალურ ეფექტს მივიღებთ, მთლიანად დამოკიდებულია ხელოსანის პროფესიონალიზმზე და გამოყენებული მასალების ხარისხზე.

ლაქი იცავს იატაკს მტვრისა და ჭუჭყისაგან, ანიჭებს პარკეტს ლამაზ ვიზუალურ ელფერსა და სიპრიალეს, გამოკვეთავს ხის სტრუქტურას. მოსახვეწი სამუშაოების შემდეგ რეკომენდირებულია ოთხი ფენა ლაქის წასმა ან ერთი ფენა გრუნტისა და სამი ფენა ლაქის. გრუნტი ამცირებს როგორც ხარჯებს, ასევე იცავს ხეს ლაქის ნეგატიური ზემოქმედებისაგან.  როგორც აღვნიშნეთ პარკეტის ლაქით დაფარვა ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა და მოითხოვს ზედაპირის აკურატულ დამუშავებასა და ტექნოლოგიების სრულ დაცვას. ლაქის არჩევა ხდება სხვადასხვა კრიტერიუმებით:

-         ქიმიური შემადგენლობა - გამხსნელის ბაზაზეა ლაქი დამზადებული თუ წყლის; პოლიურეთანია მასალად გამოყენებული, აკრილი თუ სხვა ორგანული ან ფისოვანი ნივთიერება;

-         კომპონენტების რაოდენობა - ერთ კომპონენტიანია ლაქი თუ ორკომპონენტიანი;

-         პრიალის ხარისხი - არსებობს პრიალა, ნახევრად პრიალა, არაპრიალა და სუპერ არაპრიალა ლაქები;

-         ტექნიკური მაჩვენებლები - ცვეთამედეგობისა და კაწვრამედეგობის ხარისხი, საექსპლოატაციო დრო, სიბლანტე და ა.შ.

ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ საუკეთესო ლაქებს, რომლებიც შეესაბამებიან ეკოლოგიური უსაფრთხოების მსოფლიო სტანდარტებს. გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ გერმანული კომპანია „ფორბოსა" და იტალიური კომპანია „ჩიმივერის" ლაქები ოპტიმალური არჩევანია.

ზედაპირის ზეთით ან ცვილით დაფარვა გაცილებით იშვიათად ხდება ვიდრე ლაქით. ძირითადი მიზეზი ის არის, რომ ზეთით და ცვილით დაფარული იატაკი მინიმუმ წელიწადში ერთხელ მოითხოვს განახლებას. მეორეს მხრივ, ზეთი და ცვილი ეკოლოგიურად უფრო სუფთაა ვიდრე ლაქი და იატაკსაც უფრო ნატურალურ და თბილ ელფერს აძლევს. ამ შემთხვევაშიც აუცილებელია გამოვიყენოთ ხარისხიანი პროდუქცია, რათა ზედაპირზე თანაბრად გადანაწილდეს საცხი, მივიღოთ ბუნებრივი ვიზუალური ეფექტი და გაიზარდოს ექსპლოატაციის დრო. ჩვენი გამოცდილებით გერმანული კომპანია „ოსმოს" და იტალიური კომპანია „ჩიმივერის" პროდუქცია სრულად აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს.

 

"