იატაკის მოხვეწა

 

იატაკის მოხვეწა

 

პარკეტის კარგი ვიზუალური მხარე და გამძლეობა დამოკიდებულია ხელოსნის პროფესიონალიზმზე და სწორად შესრულებულ მოსახვეწ სამუშაოებზე. ჩვენს კომპანიაში მოსახვეწი სამუშაოები ტარდება უმაღლეს დონეზე, თანამედროვე ტექნიკისა და ხარისხიანი მასალების გამოყენებით. ჩვენი ხელოსნები არიან თავიანთი საქმის ნამდვილი პროფესიონალები. მათ მიერ შესრულებულია ძალიან ბევრი ობიექტი თბილისში, გორში, მცხეთაში, წყნეთში, ქუთაისში, ბათუმსა და ა.შ.  მიღებული შედეგების და გამოცდილების გათვალისწინებით ჩვენ გვაქვს საშუალება მოგცეთ 2-დან 5 წლამდე გარანტია პარკეტთან დაკავშირებულ სამუშაოებზე. ხარისხი, საიმედობა, გარანტია და პროფესიონალიზმი - ეს ის თვისებებია, რაც გამოგვარჩევს ქართულ ბაზარზე. ხოლო ჩვენი რეკლამა, ჩვენს მიერ შესრულებული სერვისია.

მოხვეწა ეს არის იატაკის ზედაპირის გასწორება-გათანაბრება, ხოლო ძველი იატაკის აღდგენის შემთხვევაში იმავდროულად დაძველებული ლაქის, ზეთისა და ცვილის მოხსნა და ნაკაწრების მოშორება. პრაქტიკულად შესაძლებელია ნებისმიერი ხის იატის მოხვეწა და აღდგენა, მათ შორის როგორც მასიური ხის პარკეტის, ასევე სამშრიანი პარკეტისა და კორპის.

პირველ ეტაპზე მოხვეწა ხდება ლენტური ტიპის მოსახვეწი აპარატით Lagler Hummel. ეს აპარატი საშუალებას იძლევა ხარისხიანად ჩატარდეს ნებისმიერი ხის იატაკის პირველადი, უხეში მოსახვეწი სამუშაოები მტვრის გარეშე. პარკეტის მოხვეწა ხდება ზუმფარების ეტაპობრივად შეცვლის გზით - უხეში მარცვლოვნების ზუმფარები თანდათან იცვლება უფრო წმინდა მარცვლოვნების ზუმფარებით. მას შემდეგ რაც იატაკი დამუშავდება ლენტური ტიპის აპარატით, ხელოსანი იწყებს პარკეტის  გასწორებას სამდისკიანი მოსახვეწი აპარატით „Lagler Trio". ეს არის მრავალმხრივი და ყველაზე ძლიერი იატაკის მოსახვეწი აპარატი, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია.  კარგ ხელოსანს ამ აპარატით შეუძლია მიიღოს საუკეთესო შედეგი და იდეალურად სწორი ზედაპირი, თან ეს ყველაფერი 100 % მტვერის გარეშე. ნებისმიერ შენობაში არის რთულად მისადგომი ადგილები, მაგალითად ადგილი გამათბობელი ბატარეის ქვეშ, კუთხეები და კიდეები ოთახში და ა.შ ესეთი ადგილების დასამუშავებლად ჩვენი ხელოსნები იყენებენ სპეციალურ აპარატებს „Lagler Flip" და „Lagler Unico". „Lagler Flip" საშუალებას იძლევა მაქსიმალურად ეფექტურად და კომფორტულად დამუშავდეს კუთხეები და კიდეები, ხოლო „Unico" ეფექტურია უხეში მოხვეწის დროს. ამ სამუშაოების შემდეგ თუკი საჭიროა ხელოსანი აკეთებს საგოზავი მასალით უსწორმასწორობებისა და ღრეჭოების ამოვსება-გასწორებას. საგოზავი სამუშაოების დასრულების შემდეგ ხდება იატაკის საბოლოო მოხვეწა წმინდა მარცვლოვანი ზუმფარით. პროფესიონალური მტვერსასრუტით დალაგების შემდეგ ზედეპირი მზადაა ლაქით დასაფარად.

 

"