მნიშვნელოვანი ინფორმაცია

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია

 

როგორც წესი პარკეტის არჩევის დროს ყურადღებას ვაქცევთ ხის ფერს, სიმყარეს და გამძლეობას ტენიანობის მიმართ. 

ფ ე რ ი. სხვადასხვა ჯიშის ხეები ფერთა პალიტრის მიხედვით პირობითად შეგვიძლია დავყოთ ღია, ვარდისფერ, წითელ, ყავისფერ და მუქ ფერებად.

ღია ფერის ჯიშებია: ბამბუკი, მუხა, არყის ხე, ნეკერჩხალი, იფანი, ფიჭვი, ლარიქსი.

ვარდისფერი - წიფელი, ალუბალი, მსხალი

წითელი - დუსი, მაკაგონი, მასარანდუბა, მერბაუ, პადუკი, იატობა, საპელი.

ყავისფერი - იპე, აფრომოსია, იროკო, კუმარუ, ტიკი, კაკალი, სუკუპირა.

მუქი - ვენგე, პალისანდერი

ს ი მ ყ ა რ ე. ხის სიმყარის გაზომვის ყველაზე აპრობირებული მეთოდია მისი დადგენა ბრინელის შკალის მეშვეობით, რომელიც გამოიგონა შვედმა ინჟინერმა იოჰან აუგუსტ ბრინელმა. ფოლადის 10 მმ დიამეტრის ბურთულა იდება ხის ზედაპირზე და იპრესება 3 000 კგ მასის აპარატით. შემდეგ იზომება ზედაპირის დაზიანების დონე, ხარისხი და გამოითვლება ბრინელის სიმყარის ერთეული. რაც უფრო მყარია ხის ზედაპირი, მით უფრო მაღალია ეს ციფრი.

ტ ე ნ ი ა ნ ო ბ ა. გამძლეობა ტენიანობის მიმართ გვიჩვენებს რამდენად სწრაფად და როგორ იცვლება ხის ზომები, ოთახში ტენიანობის შემცველობის შეცვლასთან ერთად. უნდა აღინიშნოს, რომ ოთახში ტენიანობა იცვლება, როგორც კლიმატის ცვლილებით, აგრეთვე იატაკზე წყლის დასხმის, ნესტიანი ზედაპირის, არასწორად დამონტაჟებული გათბობის სისტემის და სხვა პირობებში.

ხის ზომები იცვლება შეკუმშვის და გაფართოების შედეგად. შეკუმშვა ხდება ტენიანობის შემცველობის შემცირების და გაფართოება პირიქით ტენიანობის მომატების შემდეგ.

ტენიანობის ცვალებადობის მიმართ სტაბილურობის მიხედვით ხეები შეგვიძლია დავყოთ სამ ჯგუფად: დაბალი, საშუალო და მაღალი სტაბილურობის.

ევროპული სტანდარტებით პარკეტის ტენიანობის შემცველობა უნდა ვარირებდეს 7-10 %-ის ფარგლებში, ტენიანობა ოთახში უნდა იყოს 40-60 %, ხოლო ტემპერატურა 18-24 გრადუსი. ამ პირობების დაცვის შემთხვევაში პარკეტის მოცულობის შეცვლის რისკი მინიმალურია. მითუმეტეს, რომ ეს ნორმები არის ადამიანის ჯანმრთელობისათვის ოპტიმალური, რადგან აძლიერებს იმუნიტეტს, ამცირებს ქრონიკული და ალერგიული დაავადებების რისკს და აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას. 

 

 

 

 

 

 



"