კომპანია

 კომპანია "პარკეტ სერვის ჯე"  

   
დაახლოებით 10 წლის განმავლობაში კომპანიის დამფუძნებლების საქმიანობა პარკეტის რეალიზაციისა და შემდგომი დამუშავების ბიზნესში რეგულარულად იზრდებოდა, შედეგად 2008 წელს დაფუძნდა კომპანია "პარკეტ სერვის ჯე". 

   მწვავე კონკურენციის პირობებში ჩამოყალიბებულ თანამედროვე რთულ, გლობალიზებულ ბაზარზე, მაღალი ხარისხის დამკვიდრებისთვის და წარმატების მისაღწევად კომპანიამ აირჩია გზა - ნიშნით  "დამზადებულია ევროპაში". 

   ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის პოლონურ, იტალიურ და პორტუგალიურ მასიური ხის პარკეტს, ავსტრიულ, ჩეხურ და უნგრულ სამშრიან და ორშრიან პარკეტს, გერმანულ და ბელგიურ ლამინირებულ იატაკს, პორტუგალიურ კორპს, გერმანულ ვინილს და ნატურალურ ლინოლიუმს, ტექსტილს და რბილ იატაკებს, გერმანულ და იტალიურ ლაქს, გრუნტს, ნატურალურ ზეთს, საგოზავს, ზეთოვან საღებავებს, წებოს, იატაკის მოვლის საშუალებებს, სამუშაო ინსტრუმენტებს და თვითსწორებად იატაკებს, გერმანულ ზუმფარებს. ხოლო იატაკის მოხვეწის და აღდგენის სამუშაოები სრულდება მხოლოდ გერმანული, უმაღლესი ხარისხის Lagler-ის აპარატებით. ჩვენ გთავაზობთ ყველა იმ პროდუქტსა და სერვისს, რომელიც საჭიროა იატაკის იდეალური ზედაპირის მისაღებად. 

   კომპანია "პარკეტ სერვის ჯე" არის, პარკეტის ქიმიისა და პვხ საფარების ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებლის,  კომპანია Forbo-ს ოფიციალური წარმომადგენელი და დისტრიბუტორი საქართველოში; იტალიური კომპანია Chimiver-ის ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში; გერმანული კომპანია Klingspor-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში; ლამინირებული იატაკების მწარმოებელი გერმანული კომპანია BHK-ს ექსკლუზიური წარმომადგენელი და დისტრიბუტორი საქართველოში. ჩვენი პარტნიორები არიან პარკეტის, კორპის და ლამინატის მწარმოებელი ისეთი, კომპანიები, როგორიცაა Ribadao, Panmar, Magnum, Exo Line, Megacork, Aquastep.

   ჩვენ კომპანიაში საქმისადმი მიდგომა გამომდინარეობს იმ ეთიკური, მორალური, სოციალური და ეკონომიკური კანონებიდან, რომელთა საფუძველია ღირებული ბიზნესის კეთება და მიზანი - მომხმარებლისთვის უმაღლესი ხარისხის სერვისისა და პროდუქციის მიწოდება.
  

"